"თუ ადამიანს აქვს ბუსტერ დოზა გაკეთებული, იგი უფრო მეტად არის დაცული" - ოთარ ჩოკოშვილი
ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ აუცრელი მოქალაქეებისთვის ახალი შტამი, შესაძლოა, მარტივი გადასატანი არ აღმოჩნდეს.
"თუ ადამიანს აქვს ბუსტერ დოზა გაკეთებული, იგი უფრო მეტად არის დაცული ომიკრონის შტამის მიმართ და ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, როგორ შევაჩეროთ პანდემია და როგორ შევაჩეროთ კოვიდის ახალი შტამის ესეთი ფართო გავრცელება, არის ის, რომ გამოვიყენოთ ბუსტერ დოზებით რევაქცინაცია და დავიცვათ თავი," - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი.