თეგებით ძიება

"რუსეთი ალბათ ყაზახეთის არეულობებს გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება" - ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"საინტერესოა თურქეთის პოზიცია ყაზახეთში ОДКБ-ს/რუსული სამხედრო ნაწილების შესვლის თაობაზე; და ისიც, ხომ არ გაართულებს თურქეთ-სომხეთის ძლივს დაწყებულ ურთიერთოებს ფაშინიანის მიერ ჯარის შეყვანის გადაწყვეტილების გამხმოვანებლის როლი?! და მაინც, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა რას შემატებს თუ დააკლებს რუსეთის პოზიციას ყაზახეთის მოვლენები 10 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. ნუ, რუსული მედიით რა განცხადებებსაც ვისმენთ, რუსეთი ალბათ ყაზახეთის არეულობებს დამატებით არგუმენტად გამოიყენებს, იმის დასადასტურებლად, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება,” – წერს ხათუნა ლაგაზიძე Facebook-ში.", - წერს ლაგაზიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა