მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს ნიუ-იორკში 2 მილიონ დოლარად ბინა უყიდა
მიხეილ სააკაშვილმა 31 დეკემბერს წერტილი დაუსვა ჭორებს მისი და სოფო ნიჟარაძის შვილის შესახებ და ელის მარია სააკაშვილი საზოგადოებას გააცნო.
4 იანვარს უკრაინულმა სტრანა ნიუსმა სააკაშვილზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ასე დასათაურებული:
“მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მომღერლისგან შეძენილი ქალიშვილი აღიარა. ის (სოფო ნიჟარაძე) გასულ ზაფხულს მასთან იყო ოდესაში…”
სტატიაში ვკითხულობთ:
ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, 36 წლის სოფო ნიჟარაძემ, ქალიშვილთან ერთად იმღერა ახალი წლის ღამეს ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე.
სოფო ძალიან პოპულარულია საქართველოში.
როგორც ჩანს, მას სააკაშვილთან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. ადგილობრივი პრესა ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, სააკაშვილის დახმარებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული და მომავალში კულტურის მინისტრის პოსტსაც დაჰპირდნენ. თუმცა, ეს ისევ ჭორებად დარჩა.
4 წლის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა მომღერალს ნიუ იორკში 2 მილიონ დოლარად ბინა უყიდა.
2020 წლის ივნისში სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე შვილთან ერთად შტატებში ცხოვრობდა.
გასულ ზაფხულს “სტრანამ” გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილია ქალი, რომელიც სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა. სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. აპარტამენტების სამზარეულოში მოხდენილი შავგვრემანი ქალი საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა.
სახლში იყო მუქ ხალათში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავს სააკაშვილს. გოგონა კი ჰგავს ქართველ მომღერალს.
სოფოს სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ზაფხულს ის და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ, პარკებსა და რესტორნებში სეირნობდნენ და სანაპიროზეც იყვნენ.
წყარო: ამბები