კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსი 3 842 პირს დაუდასტურდა, 777 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 პადამიანი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 187-ს შეადგენს.
გუშინ, 8 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 622 შემთხვევა გამოვლინდა, 1 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.