„დელტაკრონი“ - COVID-19-ის კიდევ ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს
„დელტაკრონი“ - კვიპროსზე კორონავირუსის შტამების „დელტასა“ და „ომიკრონის“ ახალი, ჰიბრიდული ვარიანტი გამოვლინდა.
კვიპროსზე 7 იანვრის მდგომარეობით ახალი ვარიანტი 25 პაციენტთან იყო დაფიქსირებული, რომელთაგან 11 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.
უნივერსიტეტის პროფესორის ლეონტიოს კოსტრიკისის თქმით, SARS-CoV-2-ის ახალ ვარიანტს 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ომიკრონში იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი გენეტიკური საფუძველი აქვს დელტა ვარიანტს. კვიპროსელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალ ვარიანტს „დელტაკრონი“ დაარქვეს.