"ომიკრონის" რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში?
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლაბორატორიულად "ომიკრონის" 600 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მთლიანობაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 3 842 პირს დაუდასტურდა, 777 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 პადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთაგან 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 991, აჭარაში - 565, იმერეთში - 756.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში - 532, აჭარაში - 129, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 42, იმერეთში - 27.
1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 - თბილისში, 345 - აჭარაში.
27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 187-ს შეადგენს.