"დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღება ამ ქვეყანაში “არ მოსულა” - რას წერს გიორგი ფხაკაძე "ფაიზერის" ვადაგადასულობაზე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ფაიზერის" ვარგისიანობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"დღეში 100-ზე მეტი შეტყობინება/კომენტარი მომდის ფაიზერის ვაქცინის ვადაგასულობაზე.
დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღება ამ ქვეყანაში “არ მოსულა” (ვინც დაუშვა ყველანი კარგათ ვიცით)!
არაერთხელ ვთქვი, დავწერე (წყაროების მითითებით), რომ "ფაიზერის" ვაქცინის ვადა გლობალურად არის 9 თვე!
მერე გაკვირებული სახეებით გამოდიან და ხალხი რატომ არ იცრებაო ….
მართლა დამღლელია ყველასთვის …", წერს ფხაკაძე.