თეგებით ძიება

"გამივრცელეთ ეს პოსტი...დედა გარდაეცვალათ, მამამ მიატოვა და ბებო და ბაბუ 5 ბავშვს ზრდიან. სასწრაფოდ უნდა გავერთიანდეთ ყველა!" - აკა სინჯიკაშვილი

სცენარისტი და სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში 5 ობლის შესახებ ემოციურ ინფორმაცფიას აქვეყნებს და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

"აუცილებლად წაიკითხეთ და სასწრაფოდ უნდა გავერთიანდეთ ყველა!
ბავშვები ობლები არიან. სამი ჩანს ფოტოზე, თორემ სულ ხუთნი არიან.
დედა გარდაეცვალათ, მამამ მიატოვა და ბებო და ბაბუ ზრდიან. ორი მოხუცი ხუთ ბავშვს ზრდის გესმით? ორივე ისეთი კარგი ადამიანია, აი სულ გეტირება მართლა.

ერთი ბავშვი ცერებრალური დამბლით ეტლში ზის და სულ ბებოს არის ჩახუტებული. ამ ყინვაში კი, რაში ცხოვრობენ კი ხედავთ. მართლა ღმერთის იმედად არან დარჩენილები ბაბუა, ბებია და შვილიშვილები.

რასაც ხედავთ, ამის გვერდით გამგეობამ აუშენა შენობა, მაგრამ გაულესავი შიშველი კედლებია და შეუძლებელია შიგნით დაძინება.

ყველას ერთად შეგვიძლია, ამ ბავშვებს ერთი თბილი ოთახი მაინც მოვუწყოთ ისე, რომ დაძინება შეიძლებოდეს და თავისი სახლი ჰქონდეთ.

გამივრცელეთ ეს პოსტი, როგორც შეძლებთ! იქნებ ვინმეს აქვს ზედმეტი სამშენებლო მასალები, კარები, ფანჯრები, ნორმალური ავეჯი და ნებისმიერი რამ რაც შეიძლება სახლში გამოდგეს. ბავშვებს თითქმის არაფერი არ აქვთ და აი მართლა გული არ შეგრჩებათ, რომ ნახოთ სულ როგორ არიან ბებოს და ბაბუს მიხუტებული.

ზუსტი მისამართის დაწერა არ შემიძლია, სოციალურად დაუცველები არიან. აფრიკის დასახლებაში არიან და ვინმეს თუ რამე გექნებათ ბავშვებისთვის, შეგიძლიათ მოიტანოთ. 558181218 - ეს ჩემი ნომერია, დამირეკეთ და მომწერეთ, დაწვრილებით აგიხსნით ყველაფერს. ჩემით წაღება არ შემიძლია, მანქანა არ მყავს და იქნებ შეძლოთ რა!
ჩვენ დილიდანვე დავიწყებთ მასალების ყიდვას. მანამდე კი კიდევ ერთხელ აბა ჩვენ ვიცით!
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
PayPal - [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა