თეგებით ძიება

"დემნა გვასალია ყიდის ისტორიულ ტრავმებს... მატყუარა კი არა, მენცარი ქვია მაგას მეგრულად" - ვიკა ბუკია

ტელეწამყვანი, ვიკა ბუკია მოდის სახლ" ბალენსიაგას" კრეატიულ დირექტორ, დემნა გვასალიაზე სოციალურ ქსელში წერს:

"დემნა გვასალია ყიდის ისტორიულ ტრავმებს. ეს უკვე ტრაპეცია კაბების და პლისეების გამორჩევა არაა. მეხსიერების მოდაა. documentary movie პოდიუმზე. ისტორიის მუზეუმი მოდის სამყაროში. ის ყვება საქართველოს უახლეს ისტორიაზე და ჩემთვის სამართლიანობის აღდგენასავითაა იმ ძონძ ეპოქას რომ ასე მაგრად ასაღებს. მე მისწორდება და თქვენ რა გაღელვებთ? სულ ვფიქრობ რატომ შეიძლება იწვევდეს ასეთ აგრესიას? (კრიტიკას კი არა, ცალსახად - აგრესიას). არაა აუცილებელი ქუთაისელი კარმანშიკის ვიდი მოგწონდეთ, მაგრამ ასე რატომ გაღიზიანებთ ზუგდიდის ავტობუსში ნანახი ზმანებით ჰოლივუდი თუ დაყავს? იმის ნაცვლად რომ გაგეცინოთ ხბოს აღტაცებით? მატყუარას რატომ ეძახით? ის ხამუტი რომ სამაჯურად აქცია მაგიტომ? თუ “ლტოლვილის ჩანთა” ჰოლივუდის ჩანთად? მატყუარა კი არა მენცარი ქვია მაგას მეგრულად. ეს სტატუსი არაა მაინც და მაინც ქართველ დიზაინერზე. მისი ეროვნება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოგწონდეთ ის. ადამიანზეა, რომელსაც ძალიან უსაფუძვლო აგრესია შეაგება საზოგადოების რაღაც ნაწილმა. ჩემი აზრით, ნერვების მომშლელია კერასინკას რომ მიყიდის ხვალ ჯასტინ ბიბერს მილიონ დოლარად.
და ჰო, ეს ახალი სამაჯურები დაუჯერებლად კარგია.

და კიდევ, გრელკისგან უმაგრესი ქლაჩი გამოვა და “გონელის სათვალე” ძაან გაასწორებდა (გონელი ჩვენი ეზოს ხელოსანი იყო, რომელმაც მთელი ჩემი უბნის კლრეტკებიანი გარაჟები მიასვარკა მაგ უშველებელი სათვალით).
მიდი, Demna Daily ", - წერს ვიკა ბუკია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა