თეგებით ძიება

"სიჩუმე დანაშაულიაა! საპატრიარქოს უნივერსიტეტი" - ამ სახელმა არ მოგატყუოთ, რადგან ყველანაირად არაადამიანური მოპყრობაა აქ" - სტუდენტი მიმართვას ავრცელებს

"სიჩუმე დანაშაულია!" - წერს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქ პოსტში და მედიას, საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს მიმართავს და სასწავლებელში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს.

"სიჩუმე დანაშაულიაა!!!!!!

უნივერსიტეტიი ჩრდილოეთ კორეააა, მე ასე დავარქმევდი ამ უნივერსიტეტს, სადაც ვაკუუმშია ყველაფერი, ისიც არსად თქმულა კოვიდი რო დადასტურდა უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების მსვლელობისას, რადგან ეს ყველაფერი იყო რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტში უნდა გვეწერა გამოცდები. დღეს უკვე 4000 კოვიდდადასტურებული შემთხვევაა და მაინც დაჟინებით ითხოვს უნივერსიტეტი აუდიტორიაში წერას, როცა კოვიდი დადასტურდა უნივერსიტეტში, ასევე სიცივე იყო უნივერსიტეტში, რადგან არ მუშაობდა თურმე გათბობა. გავაგრძელოთ იმით რომ არ ითვალისწინებენ სტუდენტების მდგომარეობას, არანაირ შეხვედრებს და სტუდენტების თხოვნას შედეგი არ გამოუღია, არ შეიძლება ასეთი მიდგომა უნივერსიტეტისგან. საპატრიარქოს სახელს ატარებს უნივერსიტეტი და იქნებ მოყვეს ამ ფაქტს გამოხმაურება და მოგვაქციონ სტუდენტებს ყურადღება, გაითვალისწინონ ჩვენი აზრი, როდესაც ყველა უნივერსიტეტი ითვალისწინებს სტუდენტების აზრს. "საპატრიარქოს უნივერსიტეტი" ამ სახელმა არ მოგატყუოთ, რადგან ყველანაირად არაადამიანური მოპყრობაა აქ. 3 წლის მანძილზე ამ უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზე იყო, ბოლო ორი წელია ყველაფერი აირია არ ითვალისწინებენ არაფერს. იქნებ მოგვაქციოთ ვინმემ ყურადღება.

ჯერ ადამიანობაა და შემდეგ სხვა დანარჩენი თუნდაც განათლება." წერს ერთ-ერთი სტუდენტი.

წყარო: mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა