თეგებით ძიება
11. 01. 2022 COVID - 19

"60 000 ინფიცირებას და 600 ადამინის სიკვდილს ვარაუდობენ საქართველოში დღიურად თებერვალში!" - ბაია პატარაია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ბაია პატარაია, თებერვალში საქართველოში სავარაუდო მძიმე ეპიდვითარების შესახებ წერს და საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს:

"თებერვალში დღიურად 60 000 ინფიცირებას და 600 ადამინს სიკვდილს ვარაუდობენ დღეს საქართველოში!!!
ძაააააალიან გთხოვთ, ყველამ ერთად შევეცადოთ, რომ დავარწმუნოთ აუცრელები ვაქცინის აუცილებლობაში: თხოვნა, ჩხუბი, ისტერიკაც დაიმართეთ, თორემ დავკარგავთ ამ ხალხს, რადგან საავადმყოფოშიც ვეღარ მოხვდებიან.

პრაქტიკულად საკუთარი ჯანმრთელობის და იმუნიტეტის ამარა ვრჩებით, ხალხო. ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და დავიწყოთ აუცრელების აცრა ყველა შესაძლო გზით! მართალია, აცრილებსაც ემართებათ ომიკრონი, სამაგიეროდ მარტივად გადააქვთ, საავადმყოფოს გარეშე და სიკვდინიალობა მიზერულია.

ყველა აცრილი მყავს, ვინც ვიცი, ნათესავებიდან დაწყებული დედაჩემის დაქალებით დამთავრებული, მაგრამ კიდე თავიდან დავიწყებ მოკითხვას, რომ თუ ვინმე აუცრელი დარჩა, შევესიოთ და ისინიც ავცრათ, რომ გადარჩნენ!
არ არსებობს ახლა ამაზე მნიშვნელოვანი საქმე!", - წერს ბაია პატარაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა