თეგებით ძიება

"სამთო კურორტები დახურეთ... ამ გაგანია "ომიკრონში", ყველაზე უპასუხისმგებლო ბიზნესი აღმოჩნდა" - ნინო თარხნიშვილი

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში სამთო კურორტების დახურვის იდეით გამოდის:

"სკოლების დახურვაზე ფიქრი კი არა, სამთო კურორტები დახურეთ.
იმიტომ, რომ ამ გაგანია ომიკრონში, ყველაზე უპასუხისმგებლო ბიზნესი აღმოჩნდა+ყველაზე უპასუხისმგებლო ტურისტებით და დამსვენებლებით.
აი, სულ არ მადარდებს ახლა მათი განცდები ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით
იქ, სადაც არ აღიარებენ საფრთხეს, უწუ-მუწუების დრო აღარაა. ბოდიში!
ფულის გაკეთება თუ გინდა, ცოტა მეტი პასუხისმგებლობაც უნდა გქონდეს.
იმას, რაც სამთო კურორტებზე ხდება ღორობა ჰქვია და მეტი არაფერი!
აქ არავინ გამომიხტეს გაჭირვებული ბიზნესის ხმალამოღებული დამცველი. პასუხს არ ვაგებ", - წერს ნინო თარხნიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა