თეგებით ძიება

"უსამართლოდ გაკიცხული ერთი ადამიანის უკან დგანან მათი შვილები, მთელი ახალგაზრდობა…" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ეკლესიას არ ყავს დასაკარგი თაობა, ეკლესია სულ უნდა ცდილობდეს მომავალი თაობის შენარჩუნებას და მასთან დამეგობრდბას.
კომპიუტერზე გაზრდილი ახალგაზრდები ადვილად ვერ მოტყუვდებიან, ისინი სიტყვას არა, საქმეს უსმენენ და ამის მიხედვით აფასებენ ყველა ჩვენგანს.

მათთვის ავტორიტეტი მხოლოდ ის არის, ვინც გულწრფელი და უშუალოა…
თუ ისინი უსამართლობას წააწყდებიან, რატომ ჰგონია ვინმეს, მათი ,,დაჭერა”, მათი შენარჩუნება ჯოჯოხეთის ცეცხლის შიშით იქნება შესაძლებელი… ან ვინმე შიშის გამო რატომ უნდა მოვიდეს ეკლესიაში. იქ სიყვარული, პატივისცემა და თანასწორობა უნდა დახვდეს.
რატომ უნდა იყოს ასეთი აქტუალური შემდეგი სიტყვები- ,,დაისჯები”, ,,ჯოჯოხეთი არ აგცდება”, ,,ღმერთი შურს იძიებს შენზე”, ,,აგერ ნახავ რა მოგივა”…

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ამ თაობას, ვისაც ვითომ არაფერი აინტერესებს, მითუმეტეს რელიგია, ძალიან ბევრ სასულიერო პირზე მეტად აქვს წაკითხული წმინდა წერილი და მისი განმარტებები… მათ კარგად იციან, რომ ღმერთი არ არის შურისმაძიებელი და ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩველ აღთქმაში…

მომავალი თაობა ყველაზე მეტად უსამართლობას არ პატიობს და ამის გამო მათი პროტესტი ჩარჩოებს ამსხვრებს…
როცა მოზარდი დაინახავს, ის სისტემა, რომელიც ყველაზე სამართლიანი და მართალი უნდა იყოს, ადამიანს სიმართლის გამო პასუხს სთხოვს, წარმოიდგინეთ როგორ არცმოუნდება მას ეკლესიაში ყოფნა, ღმერთი და რწმენა…
მერე ვიღაც ,,წმინდა მამა” ამბიონზე გადმოდგება და ისევ ამ თაობის ქილიკს დაიწყებს, უღმერთოები არიანო…
არა, ბატონო, ისინი ჩვენ დავაშორეთ ღმერთს… ჩვენ ჩავდექით შუაში არასწორად მოზარდებსა და ღმერთს შორის…
ამიტომ, უსამართლოდ გაკიცხული ერთი ადამიანის უკან დგანან მათი შვილები, შვილების მეგობრები, მერე მათი მეგობრები და საბოლოოდ, მთელი ახალგაზრდობა…

იმდენი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯები, ბუმერანგის პრინციპით, ახალგაზრდების სახელით უკან მოგვიბრუნდეს…

რაღაცამ მაინც ხომ უნდა დაგვაფიქროს, რაღაცამ ხომ უნდა შეგვაჩეროს…
რატომ არის ამდენი პრობლემა?! უსამართლობის გამო!..
ვიკმაროთ, ასე შეუძლებელია გაგრძელდეს!..", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა