თეგებით ძიება
12. 01. 2022 COVID - 19

ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ უსიმპტომო კოვიდინფიცირებული მოქალაქეებისთვის საკარანტინე ვადა მალე უნდა შემცირდეს.


„პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უდასტურდებათ კოვიდინფექციის არსებობა, მაგრამ არ აქვთ არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა გამოხატული, მეცნიერულ მტკიცებულებებზე და სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, მათ გადამდებლობის უნარი და ეპიდემიოლოგიური საფრთხე 5 დღის შემდეგ პრაქტიკულად ეკარგებათ. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დროულია. ჩვენმა ქვეყანამაც, რაც შეიძლება სწრაფად და მყისიერად უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა