თეგებით ძიება

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატი ჩვენს ჟურნალისტს აშანტაჟებს" - ნოდარ მელაძე

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატი ჟურნალისტს აშანტაჟებს.

“ქართული ოცნების ერთ-ერთი მოქმედი დეპუტატი, ერთ-ერთი ლიდერი, შაბათის ეთერის გამომძიებელ ჟურნალისტს აშანტაჟებს – ის ულოცავს ახალ წელს და უსურვებს, რომ მალე გათავისუფლდეს ტელეკომპენია პირველისაგან. ის იქვე აყოლებს, რომ თურმე, მან მოიპოვა ჩემი და ინგა გრიგოლიას ჩანაწერები გარკვეულ პოლიტიკოსებზე.

პარლამენტის დეპუტატი ვარ, კანონით არ ვარ ვალდებული, წყარო დავასახელოო, შემდეგ წერს, ახალ წელს გისურვებ შენი და შენი უფროსების გაფარჩაკებასო. ცოტ-ცოტას გავასაჯაროვებ ამ ჩანაწერებს, ხომ დაგპირდი, შემდეგი ჩემი სხვალ იქნებაო – ქართული ოცნების დეპუტატის მესიჯი არის ეს”, – განაცხადა მელაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა