თეგებით ძიება

"შიმშილით გვიკვდება მოსახლეობის დიდი ნაწილი და კარი არსაიდან ეკეტება ქვეყანას" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს ეხმაურება და წერს:

"მესმის, რომ არ ვარ იურისტი და შორს ვარ მშრალი ლეგალისტური აზროვნებისგან, მაგრამ მტკიცედ მწამს რომ გარდა განზრახ მკვლელობისა და ქვეყნის ღალატისა, ყველაფრის განხილვა შეიძლება სხვა კუთხიდან. 20 წლის წინანდელი ფინანსური დანაშაული დადასტურებულიც რომ იყოს, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა დღეს არის მავნებლობა. საქართველოში კი თითქმის ყველა ადამიანს ეჩვენება, რომ გენიოსია და უბრალოდ უიღბლობის გამო ვერ აღწევს წარმატებას, ან მემკვიდრეობით რომ არ ერგო მილიონები, ამიტომ ვერ ქმნის რამეს მასშტაბურს და იქნებ ასეცაა, ნუ წავართმევთ ნურავის ამ რწმენას, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია - ადამიანთა საკმაოდ მცირე ჯგუფი ახერხებს შექმნას სამუშაო ადგილები და მაღალი სტანდარტით განახორციელოს დიდი პროექტები. ერთერთი ხაზარაძეა. ისედაც ჩამოშლილ, ღატაკ ქვეყანას არა აქვს ფუფუნება, ენერგიული, საუკეთესო სამუშაო ასაკში მყოფი ქმედითი ხალხი გამოამწყვდიოს წინა საუკუნის ფინანსური გაუგებრობის გამო, რომელიც შორიდან ასე გამოიყურება - თავისი ერთი ჯიბიდან, მეორე ჯიბეში გადაიტანა კაცმა ფული. დააჯარიმონ, ან სავალდებულო საქმის კეთება მაინც მიუსაჯონ, - ეს იქნებოდა ეროვნული საქმე. გამოსაყენებელია ამ ხალხის უნარები და რესურსი. არა აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად ვინ ვისიანია. ქვეყანას სჭირდება მოქმედი, ენერგიული ხალხი. და ხო, ანაკლიის პროექტიც არ არის მისაგდები. არ გვაქვს ჩვენ არაფრის მიგდების უფლება, შიმშილით გვიკვდება მოსახლეობის დიდი ნაწილი და კარი არსაიდან ეკეტება ქვეყანას", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა