თეგებით ძიება

"ანუ დამნაშავეები არიანო, მაგრამ აღარ ვიჭერთო" - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"მიუსაჯეს შვიდ–შვიდი წელი და დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დაიჭირეს, ანუ დამნაშავეები არიანო, მაგრამ აღარ ვიჭერთო, არც მწვადს ვწვავთ, არც შამფურსო – ქოცმთავრობამ საკუთარი თავისთვის გამოსავალი ნახა და ესაა გამარჯვება და საზეიმო?!
ვაი ჩვენს პატრონს!", - წერს სარიშვილი.

შეგახსენებთ, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა