თეგებით ძიება

"დახურულ სივრცეში თუ იყო ინფიცირებული პირი, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორ გიორგი ფხაკაძის თქმით, ახალი კვლევის თანახმად, დახურულ სივრცეში თუ იყო ინფიცირებული პირი, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი.

"კარგი ამბავი!
სამედიცინო პირბადე ან FFP2 /N95 / KN95 არის კორონავირუსისგან თავდაცვის საკმაოდ ეფექტური საშუალება!
იხილეთ ბმულში პირველი ასეთი ტიპის კვლევა, რომელიც ჩატარდა კოვიდის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებზე, გარდა ომიკრონისა, ვერ მოასწრეს ჯერ.
შედეგები მოკლედ:
დახურულ სივრცეში თუ იყო ინფიცირებული პირი, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი (პრინციპში 5 წუთის მერე 90% არის უსაფრთხო)
ტემპერატურა არ ამცირებს ამ დროს
ნესტისტიანობა კი ამცირებს ამ დროს 50%-მდე.
მაგალითი: ბათუმში, დახურულ (ფანჯრები დაკეტილია) საკლასო ოთახში შემოვიდა კოვიდ ინფიცირებული ადამიანი და მერე გავიდა იმ ოთახიდან. ეს ოთახი, სავარაუდოდ, 5-10 წუთში არის უსაფრთხო! თუ იმავე ოთახში იქნება ორპირი, ეს ოთახი არის უსაფრთხო 2-5 წუთში!
უმაგრესი ამბავია
გაანიავეთ ოთახები ყოველ 10 წუთში, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია და აიცერით მე-3 დოზა ფაიზერით ან მოდერნათი.
ერთი პატარ თხოვნა/რეკომენდაცია:
რესტორანში/კაფეში და, ზოგადად, მეგობრებთან/ნათესავებთან შეხვედრის დროს დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინირებულია 3-ჯერ და არაინფიცირებულია. 1 ადამიანი აინფიცირებს ყველას მის ირვგლივ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ საუბრობთ, ვინაიდან, თუ ინფიცირებული ადამიანი საუბრობს, ვირუსის გავრცელების რისკი იზრდება გვერდზე მყოფი ადამიანებისთვის!
ყველაფერი კარგად იქნება!
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა