თეგებით ძიება

"მიწაში, რომ ვიყო მაინც ბოლოს მოგიღებთ" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "ივანიშვილის დავალებით მისმა მონა დეპუტატმა ვინმე ხელაშვილმა 4 თვე გაცდენების გამო სადეპუტაო უფლებამოსილების სავარაუდო შეწყვეტაზე განაცხადა".

"შუაღამის ცხელი ამბავი - ქვეყნიერებამ იცის, რომ 14 თვეა პარლამენტი ოფიციალურ უარს მეუბნება სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტაზე. როგორც კი გაიგეს, რომ შესაძლოა გამოკითხვის შედეგად შევიდე პარლამენტში და მშვიდი ბედნიერი ცხოვრება ჩავუმწარო ივანიშვილის დავალებით მისმა მონა დეპუტატმა ვინმე ხელაშვილმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა 4 თვე გაცდენების გამო ჩემთვის სადეპუტაო უფლებამოსილების სავარაუდო შეწყვეტაზე. ამას ქვია ცხოველური შიში სიმართლისადმი. რა მნიშვნელობა აქვს 21 წელია პარლამენტში ისედაც არ მიშვებენ და არათუ გარეთ მიწაში, რომ ვიყო მაინც ბოლოს მოგიღებთ", - წერს ნათელაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა