თეგებით ძიება

"წერა-კითხვის და ანალიზის უუნარო, ცრუმორწმუნე ხალხი უარს ამბობს ვაქცინაზე" – დეკანოზი თამაზ ლომიძე

"წერა-კითხვის და ანალიზის უუნარო, ცრუმორწმუნე ხალხი უარს ამბობს ვაქცინაზე და უაზროდ ეწირება ვირუსის გართულებას", - ამის შესახებ ქალაქ მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

“პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 14 311 ადამიანი იმსხვერპლა კორონავირუსმა. გარდაცვლილთაგან თითქმის ყველა იყო აუცრელი. მხოლოდ ერთეული შემთხვევებია აცრილებს შორის სიკვდილიანობის. თუმცა, რადგან ზოგიერთი უსინდისო ექიმი აცრის ყალბ ცნობებსაც გასცემდა ანგარებით, უკვე შეუძლებელია დანამდვილებით თქმა, რომ იმ ერთეულ “აცრილ” გარდაცვლილთაგანაც ყველა ნამდვილად იყო აცრილი.

14 311 გარდაცვლილი ადამიანი და თითქმის ყველა აუცრელი.

ხომ ნორმალურები ვართ? ხომ არ შევიშალეთ? ათასებსა და რამდენიმე ათეულს (50-70) შორის სხვაობა ხომ გვესმის? ათასობით გარდაცვლილთაგან თითქმის ყველა იყო ა უ ც რ ე ლ ი ! და დღესაც, ისევ, ამ უბედურების ფონზე, წერა-კითხვის და ანალიზის უუნარო, ცრუმორწმუნე ხალხი უარს ამბობს გადამრჩენელ ვაქცინაზე და უაზროდ ეწირება ვირუსის გართულებას. ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა დევს უქმად და მარტის ბოლოს გასდის ვადა. აცრილი კი მოსახლეობის 40%-იც არ არის. “მადლობა ღმერთს, აუცრელი მოკვდაო” ამას რომ იტყვის საკუთარ ახლობელზე ადამიანი, არათუ ქრისტიანობაზე, ადეკვატურობაზეც ძნელია ჰქონდეს პრეტენზია. პანდემია როდესღაც დასრულდება და ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდება. ნუ შეეწირებით დღეს სისულელეს!", - წერს დეკანოზი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა