თეგებით ძიება
12. 01. 2022 COVID - 19

"ომიკრონის" გავრცელება აუცრელების ბრალია" - ცოტნე ჯავახიშვილი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ცოტნე ჯავახიშვილი კორონავირუსის "ომიკრონ"შტამთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას და ანალიზს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"ომიკრონი
გაირკვა ბევრი რამე, კერძოდ:
საიდან და რატომ გაჩნდა ეს ვარიანტი;
რა გზით გაურბის იმუნიტეტს;
რატომ არ/ვერ აღწევს ფილტვებამდე;
რატომ არის მსუბუქი;
რატომ არის ასე გადამდები;
რატომ არის საშიში;
თუ ეს და სხვა რამეებიც კარგად გავიგეთ, უფრო ადვილი იქნება… ყველაფერი უფრო ადვილი იქნება;
ახალი მუტაციები და ძველების კომბინაციები გაბნეულია ომიკრონის მთელ გენომში;
რატომ ვერ აღწევს ფილტვებამდე?

თურმე იმიტომ რომ ვერ ასწრებს. ვერ ასწრებს იმიტომ რომ ომიკრონის სპაიკი კიდევ უფრო მაგრად (დელტაზე უკეთ) ებმის თავის რეცეპტორს, ამიტომ ზედა სასუნთქი გზები ვირუსებს “იჭერენ”; ასე ადვილად გადამდებიც ამიტომაა რომ მაგრად ებმის რეცეპტორს. ამას “აფინიტი” ქვია სტრუქტ ბიოლოგიის ენაზე;

თუკი თავის რეცეპტორს მაგრად ებმის, ანუ სწრაფად და ადვილად შედის უჯრედში, რატომაა მსუბუქი?

თურმე იმიტომ რომ აქვს მუტაცია E გენში და ამ გენის პროდუქტი ცილა E აქამდე ყველა ვარიანტში თრგუნავდა ინტერფერონებს. ინტერფერონები ერთგვარი სიგნალია რომ რაღაც ვირუსი შემობორიალდა და არიქა, მზად იყავით. ანუ მეზობელი უჯრედები აზრზე არ იყვნენ რო მალე მაგათი რიგიც მოდიოდა. ომიკრონის ეს მუტაცია ნაკლებად თრგუნავს ინტერფერონებს, ანუ დაინფიცირებულის მეზობელი უჯრედები აზრზე მოდიან და თავს იცავენ. ნაწილობრივ (მხოლოდ ნაწილობრივ) ამიტომ სიმპტომებიც მსუბუქია. ჯერჯერობით;
> მაშ როგორ მრავლდება ასე სწრაფად?

ომიკრონს ისეთი მუტაცია აქვს ე წ N გენში რაც დაახლ 2-3 ჯერ (ალბათ მეტჯერ) აჩქარებს ახალგამოჩეკილი ვირუსების აწყობას უჯრედში, და ეს ერთგვარად აბალანსებს ანუ აკანსელებს ინტერფერონების ეფექტს - ოღონდ (ეს მნიშვნელოვანია) მხოლოდ ინფიცირებულ უჯრედში. ინტერფერონული “პასუხი” გლობალურია, სიგნალი უჯრედებიდან გამოდის და “ჟბანში” სხვა უჯრედებს აფრთხილებს. ამიტომ ვირუსი სხვა უჯრედებზე და ქსოვილებზე ადვილად ვერ გადადის. მაგრამ ზედა სასუნთქი გზებიდან ამოფრქვეულ ახალ თაობას ვერაფერს უშვრება. ეს თაობაც თავისუფლად “დაგულაობს”, განსაკუთრებით სათხილამურო კურორტებზე, სადაც სურდო და ცხვირში თხლიპინი ხშირად იფაქტება; კორონა ამ თხლიპინს იყენებს; რა მოხდა გუდაურში ყველამ ვიცით;

ეხლა ცოტა გენომიკა: სწრაფად გამრავლებას ხელს უწყობს მუტაციები ე წ პოლიმერაზას და ეგზონუკლეაზას გენებშიც (ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ანუ გენომის რეპლიკაცია სწრაფად ხდება. ზოგადად: რაც უფრო სწრაფად ხდება დნმ ის და მითუმეტეს რნმ ის რეპლიკაცია, მით მაღალია ახალი მუტაციების გაჩენის შანსი; ეს ხდება კიდეც - ეგაა რომ ომიკრონს უკვე იმდენი მუტაცია აქვს რომ ახლები, ასე ვთქვათ ვეღარ ქაჩავენ - აბსლტრ უმრავლესობა იღუპება; მაგრამ - მუტაციების გაზრდილი სიხშირე იმასაც ნიშნავს რომ უკვე არსებულების ე წ რევერსია ადრე თუ გვიან მოხდება (უკვე მოხდა) და ახლებისთვის “სივრცე” გამოთავისუფლდება. ესეც ახალი ვარიანტების წყარო.

საიდან გაჩნდა ეს ვარიანტი?

შეიცვალა გარემო. იმუნიტეტის სახით კორონა წააწყდა დაბრკოლებას. ამუშავდა “მომაწვები-მოგაწვების” წესი. მოხდა სელექცია. ზემოხსნებულ ეგზონუკლეაზაში, რომელიც თვითონ არეგულირებს მუტაციების სიხშირეს, ჩანს რევერსიის კვალი (ეს გენეტიკური კოდის თავისებურებაა) ანუ მუტაცია იქაც მოხდა, რამაც გააათასმაგა მთელ გენომში მუტაციები. ამათი 99.999…% იღუპებოდა. ამიტომ ვერ ვხედავდით. მაგრამ ერთხელაც ისევ ამ ეგზონუკლეაზაში იგივე ადილას მოხდა მუტაცია, ანუ რევერსია. ფუნქცია აღდგა. ვირუსი “დასპაკოინდა”. ახალი ვარიანტიც გამოიჩეკა.

ომიკრონის და შემდეგი თაობების (თებერვლის ბოლოს ალბათ უკვე გამოჩნდება) გავრცელება აუცრელების ბრალია. ცალსახად.
ნუუ, მოკლედ ასეა და გრძლად საუბარს სხვა ფორმატი ჭირდება.

ევოლუციის მთავარი პრინციპი: გადარჩება არა ღონიერი ან გონიერი, არამედ ის ვინც უკეთ ეგუება ცვლილებებს. ნუ ვიფიქრებთ რომ ბაღლინჯოებს რამით ვჯობივართ. ბაქტერიებზე და ვირუსებზე რო არაფერი ვთქვათ.

რა ხდება ან მოხდება კლინიკებში, აზრზე არა ვარ. ეს ექიმების და ეპიდემიოლოგების საქმეა", - წერს ჯავახიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა