თეგებით ძიება

"ვარ მოპარული ბავშვი...გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რათა მომაგნოს ბიოლოგიურმა ოჯახმა!"

ფეისბუქჯგუფში "ვეძებ" სოციალური ქსელის მომხმარებელი საკუთარ ისტორიას აქვეყნებს და წერს, რომ ის ჩვილობისას მოიპარეს და ახლა ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს:

"ისევ მე ვარ ჩემი ამბით. დავამტკიცე ის, რომ ვარ მოპარული!!! მაია ჯიქია, ემიგრანტი, რომელიც 1983 წელს დაიბადა! გიზიარებთ საბუთს, რომელზეც ნათლად ჩანს რომ გაყალბებულია, გამზრდელი დედა მეუბნება რომ ვარ1983 წლის 25 დეკემბერს დაბადებული. მას 1983 წელს გარდაეცვალა საკუთარი შვილი, მის ნაცვლად ექიმმა ჩამანაცვლა, როგორც ბიოლოგიური შვილი!!! აღმზრდელ მშობლებს კი მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომ ბიოლოგიურმა დედამ თქვა ბავშვზე უარი! ასევე არ მოიპოვება ხელწერილი, დოკუმენტი, სადაც შვილზე უარია ნათქვამი, რაც ადასტურებს რომ ვარ მოპარული!!! მე ვარ ჩანაცვლებული ბავშვი!!! ჩემი საბუთები სრულად გაყალბებულია! გთხოვთ გაავრცელეთ ინფორმაცია რათა მომაგნოს ბიოლოგიურმა ოჯახმა!!! 1983 წელს ვისაც გითხრეს გარდაგეცვალათ შვილიო, სქესს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სქესიც გააყალბეს, თუნდაც იყავი შეცდენილი და გითხრეს რომ ბავშვი გარდაიცვალა, მინდა იცოდეთ, 1983 წელს მკვდრად გამოცხადებული თქვენი შვილი ვარ ცოცხალი!
გული ნამდვილად არ დამწყდებოდა რომ ვიყო გაშვილებული, მთელი არსებით ვამბობ მე ყველას სიყვარული მყოფნის და მავსებს. ძალიან მტკივნეილი იქნა ჩემთვის ის ფაქტი, რომ მოპარული ვარ.
მე ცოცხალი ვარ!!! ცოცხალი, აღმზრდელისთვის განაწილებული!!!
დამეხმარეთ გთხოვთ ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა