თეგებით ძიება
13. 01. 2022 COVID - 19

მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუარესება - ალექსანდრე გოგინავა

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ და ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „იმედის“ ეთერში, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„ველოდებით დღიური ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტ და ძალიან სწრაფ ზრდას. იანვრის ბოლოსკენ, ერთიანი ციფრი სადღაც 10 000 მიაღწევს. ბოლო დღეებში, მოიმატა აცრების რაოდენობამ, უკვე გადაცდა 10 000-ს მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ბუსტერ დოზების გაკეთება უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ტარდება“, - აცხადებს დევი ტაბიძე.

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისა და დასრულების ერთადერთ საშუალებაა.

„მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მზად და გავატაროთ ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია, რათა მეტ-ნაკლებად შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისა და დასრულების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციაში და, მათ შორის, გაიკეთოს ბუსტერ დოზა“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა