თეგებით ძიება

"არ ვირჭობ გამოწოდებულ ნემსს და აცრას, იდიოტი ვარ? იძულებითი ვაქცინაცია არის სირცხვილი!!!" - დავით სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტი, დავით სუბელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რას შევჭამ ან არ შევჭამ, რას მივიღებ ან არ მივიღებ, ვიმკურნალებ თუ არ ვიმკურნალებ, მივიღებ შემოთავაზებულ აცრას თუ არა, ყველაფრის მიუხედავად (!), არის ადამიანის უნივერსალური უფლება.
კოვიდ-მედია ისტერიამ წაშალა წინწასულ ბაბლებშიც კი წინარე აღქმა, და უბრალოდ ხისთავიანს, იდიოტს, დებილს, და ა.შ. უწოდებენ ადამიანებს. მაგალითად ჯოკოვიჩი ეგრევე საშინელ ადამიანად შერაცხა რომ არ აიცრა, მიუხედავად იმისა რომ ავსტრალიამ პრობლემა შეუქმნა. არავის მოაფიქრდა ეთქვა, რომ ავსტრალიამ უხეშად ხელყო ამ ადამიანის უფლება და საერთოდ ეს გადაადგილების შეზღუდვებიც ადამიანის უფლებებიდან არის, ნუ ივიწყებთ.
ისე გვეჭირა საქმე ნარკოსტიგმასთან ბრძოლისას, რომ იგივე ბაბლები ვერასოდეს შემბედავდნენ ეთქვათ რომ იდიოტი ვიყავი როცა ტონა ნივთიერებაში ვცურავდი… სწორედაც.
მაგრამ პირბადის არტარებაზე (არ ვარ ავად და რა აზრი აქვს) იდიოტს მეძახიან, გაუნათლებელს… თუ ფაიზერი და სხვა გიგანტებიც ისეთი კომპანიები მგონია, რომლებიც სამედიცინო პროდუქტების მოწოდების გარდა მთავრობების და მედიის აზრსაც ყიდულობს, რომლითაც იქმნება დღევანდელი საზოგადოებრივი აზრი, და ამის გამო განსხვავებულ აზრს ვაყალიბებ, არ ვირჭობ გამოწოდებულ ნემსს და აცრას, იდიოტი ვარ?
იძულებითი ვაქცინაცია არის სირცხვილი!!!", - წერს სუბელიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა