თეგებით ძიება

"სააკაშვილის გაკეთებულის გამეორება შეგიძლიათ?…არა ხო? აბა რა ჯანდაბა გინდათ?" - ეკა ხერხეულიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ყველაფერი გავიგე,სულგრძელად ვუყურებ თავქარიან მოსაზრებებს,ზოგი ჭკუის ნაკლებობის გამო მებრალება,ზოგი ვირეშმაკობის გამო,რა ვიცი ათასნაირია ადამიანის ბუნება.მაგრამ, ამ მიშა სააკაშვილს რომ მიადგებით ხოლმე. დასატოლებლად,ერთხელ მაინც ხომ უნდა გადაწიოთ გვერდზე სურვილი და საკუთარ შესაძლებლობებს კითხოთ -ვინ ხართ,საიდან მოხვედით აქამდე,რა გაგიკეთებიათ,ან რისი გაკეთების უნარი გაქვთ?
სულ შეცდომების გადააზრების რევიზორებად რომ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავები,კარგი რაც გაუკეთებია იქ როგორ არის თქვენი საქმე,ნოვაციის კი არა,მისი გაკეთებულის გამეორება შეგიძლიათ? ..არა,ხო?.
აბა,რა გინდათ? რა ჯანდაბას ყავხართ ასე შეპყრობილი,რომ ვერც რეალობას აღიქვამთ და ვერც საკუთარ თავებს უმზადებდეთ სასარგებლო მომავალს?
უამრავი შეცდომები ქონია,თურმე..თქვენ რომ მარტო შეცდომები გაქვთ,ეგ ამბავი როგორ არი? ან რას ეტორღიალებით,რა თქვენი საზომი ეგ არი? მე მისი მგმობელი და გზაგაკვალული ჯერ არავინ არ მინახავს და ტყილად რას იჭყლიტავთ მაგ არარსებულ ტვინებს?
პატიმარია ის კაცი,გაიგეთ, ის არი ივანიშვილის სამიზნე და რაც არ უნდა ლეგოებს აწყობდეთ თქვენ წარმოდგენებში,ივანიშვილი მის გარდა ვერავის ვერ გამჩნევთ .იმიტოა ის ციხეში და ჩვენ ყველა გარეთ", - წერს ხერხეულიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა