TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ის გენერალი და მინისტრი იყო, რომელიც დღეს კოვიდით გარდაიცვალა კლინიკაში"  - ნინო ჯღარკავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • "ის გენერალი და მინისტრი იყო, რომელიც დღეს კოვიდით გარდაიცვალა კლინიკაში" - ნინო ჯღარკავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

    "ახლა ვწერ პირველად რომ ის გენერალი და მინისტრი, ილია წულუკიძე იყო ,რომელიც დღეს გარდაიცვალა კლინიკაში კოვიდით,ბატონო ილო, ძალიან მიყვარდით ძალიან,მადლობა ყველაფრისთვის ,მადლობა რომ არსებობდით. მეგობრები ბევრი მყავს ,პოლიციელებიც ,კანონიერი ქურდებიც,კაი ბიჭებიც ,პროფესორებიც და მინისტრებიც,ეს ადამიანები ჩემმა პროფესიამ ჟურნალისტობამ შემძინა,ხოდა მყავდა ერთი კარგი მეგობარი ე.წ, ,,კანონიერი ქურდი,,უჩა გოდელაძე ,,ქარელსკი,,,არც ნარკომანი იყო ,ეზიზღებოდა ნარკოტიკი,არც მკვლელი ,არც სადისტი,უსაყვარლესი ბიჭი ,დღემდე არ ვიცი რატომ დაუკავშირდა იმ სამყაროს,მისი ოჯახიც ჩემი მეგობრები იყვნენ ცოლი ,სიდედრი ცოლისძმა ,მოკლედ ოჯახით მიყვარდა ეს ხალხი,ერთხელაც 2000იან წლებში უჩა ქობულეთში დაიჭირეს,არაფერი დაუშავებია, დააკავეს იმიტომ რომ ,,ქურდი,,იყო თანხაც მოითხოვა იმ დაბალჩინოსანმა აბა როგორ გინდა, ქურდი ხარ და უნდა გადაიხადოვოო,ერთი ზარის უფლება ხო მაქვსოო ,კიოო ,იფიქრეს ფულზე რეკავს და არ ,გაგვიბაზრდებაოო,დარეკა ჩემთან, ნინა არც ფული მაქვს,არც არაფერი დამიშავებია,ცოლ-შვილით ვარ და შემარგონ რამდენიმე დღე ,შენს ძმობას ვფიცავარ უდანაშაულო ვარო,მეც არც ვაციე და არც ვაცხელე ის დაბალჩინოსანი უფრო ზემდგომ გენერალთან ,,ჩავუშვი,,,ასე, თქვენს ზურგს უკან ნახეთ რას კადრულობს ეს განყოფილება და თუ დამნაშავეა დაიჭირეთ ,თუ არადა რას ერჩით ამ კაცს ,,მაგ ,,ზვანიისთვის,,ციხე არაა თქოო,რა თქმა უნდა იმ წუთას გაუშვეს ჩემი მეგობარი,ბოდიშიც მოუხადეს, დანაშული არაფერი ქონდა ჩადენილი,გადის რამდენიმე წელი , უჩას ისევ იჭერენ, უკვე სააკაშვილის რეჟიმია , კანონი ,,ქურდები,,ციხეში , მიღებულია,,ასევე იჭერენ იმ მაღალჩინოსანსაც ,ოღონდ ესენი სხვადასხვა კორპუსებში სხედან ,პოლიციელების კამერას ბონდო შალიკიანი უყურებდა ,,ფანჯარასთან,,იწვა,ვურეკავ ციხეზე უჩას ვიღაც მპასუხობს ძინავს და ვერ გავაღვიძებოო ,,არ მაქვს უფლება დაიკო გაღვიძებისოო,მაშინ გავიგე რომ მძინარე ქურდის გაღვიძება ყველას არ შეეძლო, ,ხოდა ვისაც აქვს უფლება იმას დაუძახეთქოო,დამალაპარკეს ვატო ყიფიანი,შენ თუ გაქვს უფლება გააღვიძე ერთი თუ ძმა ხართქოო.ახლავე ჩემო დაიკოვო და ჩემი ძმაკაციც მოვიდა ტელფონთან ბუზღუნით ,უჩა გამოფხიზლდი ,შენი თავი რომ მაჩუქა ის კაცი ხომ გახსოვსთქოო?რას ქვია არ მახსოვსოო ,ხოდა ის გენერალი მანდაა ახლა ციხეზე და აბა შენ იცითქოო,გაგიჟდაა ,ვალს გადახდა უნდა კაცობითოო ,რამდენიმე წუთში მობილურზე ურეკავენ ბონდო შალიკიანს და ფანჯარასთან ის გენერალი დააწვინე შენ გადაბრძანდიოო,დაიბნა ის ჩემი მეგობარი როცა უთხრეს შენზე კანონიერმა ქურდმა დარეკა და ხომ არაფერი გჭირდება აქ ციხე მაგათიაოო,ორი თვის მერე ეს მაღალჩინოსანი გარეთ გამოდის, გადამყვნენ ციხეზე თან უჩას სახელითოო,,მართლა მეფესავით ვიყავიოო.,მათი შეხვედრა და გაცნობა კი მერე მოხდა, შემთხვევით ციხის დერფანში ,,ავხედე და სპორტულებში მთასავით ბიჭი მადგა თავზეო მიყვებოდა მერე ,მე ნინოს მეგობარი უჩა ვარ და მადლობა მინდა გადაგიხადოთ კაცური საქციელისთვისთოო,გადის კიდევ რანდენიმე წელი და ვანო მერაბიშვილის ციხეზე 2008 წელს უჩა გოდელაძეს ციხეში კლავენ ცემით ,ეს მძიმე ისტორია ყველამ იცის,დამნაშვე დღემდე დაუსჯელია,მე მეამაყება რომ ის მაგარი ბიჭი ჩემი მეგობარი იყოო ,მას ყავს ძალიან განათლებული და წარმატებული შვილი და მინდა იამაყოს გარდაცვლილი მამის სახელით ,ეს გენერლისა და კანონიერი ქურდის პატარა ამბავი კი ისტორიას შემორჩება როგორც კაცობის მაგალითი! კაცები ყველგან არიან, იმ წრეშიც, ამ წრეშიც,არაკაცებიც ყველგან არიან იქაც და აქაც! მე კი მეგობრებს არ ვირჩევ, არც თანამდებობით და არც ჩინით, ეს ამ ისტორიითაც დასტურდება.უჩას სიკვდილი კი იმ რეჟიმის კისერზეა,ოდესმე ყველაფერს ნათელი მოეფინება", - წერს ჯღარკავა ფეისბუქზე.


    4 171 ნახვა

    Face ამბები