თეგებით ძიება

"დაქოქილ ავტომობილში ჩავსვი სიცხიანი ბავშვი, რომ არ გაყინულიყო... მთელი დღე დენი არ გვქონდა" - ია თინიკაშვილი

ჟურნალისტი, ია თინიკაშვილი გორში ელექტროენერგიის გმორთვაზე სოციალურ ქსელში წერს და "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიმართავს:

"გუშინ მთელი დღე დენი არ გვქონდა სახლში იმის გამო, რომ გეგმურად ელ. გადამცემი ხაზის ბოძს ცვლიდნენ, შესაბამისად, გაგვეთიშა გათბობაც. თურმე, დღესაც გეგმური სამუშაოებია და კვლავ ელექტრი ენერგიის და გათბობის გარეშე დავრჩით. ამ დროს სახლში სიცხიანი ბავშვი გვყავს, გორში ტემპერატურა მინუსებშია და ქარი 12 მ/წ.

ორი კითხვა მაქვს:

გუშინ დაქოქილ ავტომობილში ჩავსვი ბავშვი, რომ არ გაყინულიყო და დღესაც იგივეს ვაკეთებ?!

ვინაიდან გადაუდებელი სამუშაოები არაა და გეგმურად რეაბილიტაციას ექვემდებარება, აუცილებელია, რომ მინცდამაინც მაშინ ამოიცვალოს ეს რაღაცეები როცა ყველაზე მეტად ცივა?!", - წერს თინიკაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა