თეგებით ძიება

"სოხუმიდან არდადეგებზე თბილისში ჩამოსული ბავშვი ვიყავი, ასე 9-10 წლის, როცა ..." - რას იხსენებს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ბავშვობის მოგონებას იხსენებს და ეროვნული მუზეუმის ტანამშრომელზე წერს, რომელიც კულტურის მინისტრმა გაათავისუფლა:

"სოხუმიდან არდადეგებზე თბილისში ჩამოსული ბავშვი ვიყავი, ასე 9-10 წლის, როცა დედას ეროვნულ მუზეუმში წაყვანა ვთხოვე. დედამ ჩვენს ახლო ნათესავს დაურეკა, რომლის დაც ამ მუზეუმში მუშაობდა. მოკლედ, დედამ წამიყვანა, რვა ნომერი ტროლეიბუსით, ვაკიდან თავისუფლების მოედნამდე რომ დადიოდა, და დაგვხვდა ქალბატონი ნანა. მოგვატარა მთელი მუზეუმი, დაგვათვალიერებინა, მოგვიყვა. დღემდე ყურში ჩამესმის მისი თხრობა და მახსოვს მისი წარმოუდგენლად ლამაზი და ღრმა თვალები. აღფრთოვანებული და პირდაფჩენილი ვუსმენდი რამდენიმე საათი და თუ რამე ვიცი ქართულ კულტურაზე, ბევრწილად ამ თხრობით გაცნობილი ეროვნული საგანძურის წყალობით.

ჰოდა, დღეს მთავარის გამოშვებაში მომესმა ბავშვობიდან აკვიატებული თხრობა. შევხედე ეკრანს, პირბადის ზემოთ ნაცნობი და მეხსიერებაში ჩაბეჭდილი თვალები - არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა!

ყვებოდა, როგორ გაუშვა კულტურის მინისტრმა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან პოლიტიკური არასანდოობის მოტივით.
აი, ასე", - წერს ნიკა გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა