თეგებით ძიება

სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში კაცი გარდაიცვალა - რა განცხადებას ავრცელებს სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტო სამტრედიაში მომსახურების ცენტრში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს"

"სამტრედიაში მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში მამაკაცის გარდაცვალების თაობაზე, განვმარტავთ, რომ გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღებ პირს.

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა