თეგებით ძიება

"ამ პატარა გოგონამ დიდი წნეხი გამოიარა... მინდა, ბიოლოგიურ დედას შევხვდე და ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა, არასოდეს გვინახავს ერთმანეთი, მიყვარს" - ახალგაზრდა მამაკაცი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

ფეისბუქჯგუფში "ვეძებ" ანონიმი ავტორი ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. ახალგაზრდა მამაკაცი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ის დედას მიმართავს და მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.

"გამარჯობა მინდა გთხოვოთ, რომ ანონიმურად დადოთ ეს პოსტი.. მე, 1992 წელს 26 მაისს დავიბადე წალენჯიხის რაიონ ჯვარში.. სქესი მამრობითი...

მშობიარობას ესწრებოდა ჩემი აღმზრდელი დედა, რომელმაც დაბადებისთანავე მიშვილა. დავიბადე ღამის 12-03:00 შუალედში.
მაქვს სავარაუდო ინფორმაცია, რომ ბიოლოგიური დედა პატარა, ლამაზი სვანი გოგონა ყოფილა, რომელიც თბილისელი ბიჭისგან დაფეხმძიმდა. ოჯახმა, სირცხვილი მიიჩნია და ჩუმად ამშობიარეს ისე, რომ არავის გაეგო! სავარაუდოთ მამაც პატარა იყო და ვერ შეძლეს ერთად ყოფნა, ვერ აიღეს ოჯახის პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე..

მიშვილა მეგრელმა ოჯახმა, სოფელ ცაიშიდან, ვინაობებს არ ვაკონკრეტებ ამ მომენტისთვის.
მსურს მოვძებნო ბიოლოგიური მშობლები! პირველი მიზეზი არის ის , რომ მინდა მათგან მოვისმინო ისტორია, თუ რა მოხდა, რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მე, არცერთზე ნაწყენი, ან გაბრაზებული არ ვარ! მოვხვდი საუკეთესო ოჯახში , ისინი სიყვარულს და ზრუნვას არ მაკლებდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამით არ დასრულებულა ჩემი დრამები.. 14 წლის ასაკში მოულოდნელად ამ სიყვარულით სავსე ოჯახიდან ბავშვთა სახლში მოვხვდი.. რისი მიზეზიც და საფუძველიც არსებობდა! აღმზრდელმა ოჯახმა და მე ერთიბლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა აღმზრდელებთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია და დღემდე ასე გრძელდება. დღესდღეობით შემდგარი და წარმატებული ადამიანი ვარ! არვისგან არაფერს ველოდები, გარდა იმისა რომ მინდა ვიცოდე ჩემი წარმოშობა, ბიოლოგიური დედ, მამა, დედმამიშიულები... მათ ალბათ თავის ცხოვრება აქვთ და სულაც არ ვფიქრობ რამე პრობლემები შევუქმნა დამატებითად…პირიქით მინდა მადლობა გადავუხადო, ამ ქვეყნის მოვლენისთვის , მინდა ბედნიერება ვუსურვო და საიდუმლოდ დარჩეს ეს ამბავი. არ დაგიმალავთ და მართლა მაინტერესებს დედმამიშვილები! ფოტოზე მაინც შევვხედავდი, მე დედისერთა ვიყავი სულ და ვოცნებობდი მხოლოდა და ან ძმა მყოლოდა... მე, კარგი ადამიანი ვარ და ბოდიშს ვიხდი ამას , რომ ვამბობ უბრალოდ არ მსურს ვინმეს ჩემი ეშინოდეს. არ ვარ საყვედურებით სავსე. კარგად მესმის ყველაფერი, ვიაზრებ და ვცდილობ ყველა მდგომარეობის გათავისებას. ერთადერთი რაც ასევე არ მასვენებს არის ადამიანი ,რომელიც 14 წლის ასაკში მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ოჯახში, ახალგაზრდა მამაკაცი , რომელსაც ვიზუალურად ძალიან მამსგავსებენ დღემდე . მე, არ ვიცი ეს ადამიანი ვინაა და აქვს თუ არა რაიმე კავშირი ჩემს სისხლით ნათესაობასთან, მაგრამ ჭორები, რომ მამაჩემია აღწევს ჩემამდე. ეს პიროვნება ჩემს ოჯახს დაეხმარა ჩემი ბავშვთა სახლში გაშვილების ფორმალური საკუთხების მოეგვარებაში და საკუთარი მანქანით დამტოვა ბავშვთა სახლში... მინდა ვიცოდე ვინაა ეს ადამიანი და უარმყო თუ არა მეორედ. თუმცა ამ დროს მას ოჯახი ჰყავდა და მე არავინ ვიყავი მისთვის, ესეც გასაგებია.. ყველაზე მეტად თანაგრძნობა დედის მიმართ მაქვს, როდესაც პატარა გოგო ხარ მამაკაციც არაა საკმაოდ ძლიერი, რომ გვერდში დაგიდგეს და ამ ყველაფერს დამატებული ოჯახი, საზოგადოებრივი წნეხი სრულიად გზღუდავს, ძნელია გაძლება, გქმკლავება სირთულეებთან. ამ პატარა გოგონამ დიდი წნეხი გამოიარა, დიდი შერცხვენა ოჯახის წევრების მხრიდან და მსურს მოვუბიდიშო ამისთვის და კვლავ მადლობა გადავუხადო რომ მშობა ამ ქვეყნად! საერთოდაც შეეძლო იოლი გზა ეპოვნა, მოვეშორებინე, მაგრამ.……..ამჟამად მე, კარგი ცხოვრება მაქვს, მყავს შვილი და ასე თუ ისე ბედნიერი ადამიანი ვარ.. ბევრს ვწერ ვიცი, მინდა ბიოლოგიურ დედას შევხვდე და ვუთხრა რომ მიუხედავად იმისა არასოდეს გვინახავს ერთმანეთი, მიყვარს და არასოდეს შევაწუხებ ჩემი ყურადღებით. მისთვის ეს მარტივი არ იქნება, ვგრძნობ ყველაზე დიდ ტვირთს ატარებ შინაგანად, ამიტომაც მინდა მივმართო: შენ არაფერში ხარ დამნაშავე, არაფერში გადანაშაულებ, პირიქით სულ ვღელავდი იმაზე, როგორ იყავი, როგორ გაუძელი ამ ყველაფერს და უსასრულოდ მადლობს გიძღვნი! მინდა მეორედ და თუნდაც უკანასკნელად შეგხვდე ...შენ ჩემთვის დედა არ ხარ. მე მყავს არაჩვეულებრივი დედა. შენ ხარ ქალი რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა, გამაჩინა... და მინდა გნახო".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა