თეგებით ძიება

"რაც იქ პირველად ვიყავი, მას შემდეგ არ ამომდის თავიდან გადაცვლილი ოჯახის წევრების სურათები ყველა ბინის შესასვლელში. კიდევ ერთი დაემატა" - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში, თბილისში, სანატორიუმ "ქართლის"საცხოვრებელ კორპუსში დატრიალებულ მოვლენებს ეხმაურება:

"დევნილთა დასახლებაში, ‘ქართლში’, რომელზეც ორი დღის წინ გწერდით, უბედურება მოხდა. კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა.
ვერ გეტყვით ზუსტად რა იყო მიზეზი და არც სპეკულირებას ვაპირებ. ერთადერთი, ყურადღება და თანადგომა რომ ჭირდება ამ ხალხს კიდევ ერთხელ გავიმეორებ

რაც იქ პირველად ვიყავი, მას შემდეგ არ ამომდის თავიდან გადაცვლილი ოჯახის წევრების სურათები ყველა ბინის შესასვლელში. კიდევ ერთი დაემატა", - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა 52 წლის კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლლა. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, შენობა ავარიულია და იშლება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა