თეგებით ძიება

"ეს შენობა ადამიანების საცხოვრებლად არ ვარგა... სახლში ამოდის სოკოები კედლებზე და ოჯახები არიან დაწამლულები" - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში დევნილთა გაუსაძლის ყოფაზე წერს:

"ეხლა აქტუალური გახდა დევნილების თემა და ვისარგებლებ შემთხვევით ერთ დასახლებაზე მოგიყვებით კიდევ და ყველას შეგვიძლია მათ დავუდგეთ გვერდში, მოვითხოვოთ გაყვანა.
ზუგდიდში, ფაიფური - მანქანათშენის დასახლება, დიდი დასახლებაა და ერთ-ერთ შენობაში, რომელსაც სახანძრო შენობას ეძახიან ცხოვრობს ორი ოჯახი, რომლებიც 2016 წლიდან იბრძვიან განსახლებისთვის.

2016 წელს სამხარაულის დასკვნაში პირდაპირ ეწერა ‘ეს შენობა ადამიანების საცხოვრებლად არ ვარგა’
ამ სახლში ამოდის სოკოები კედლებზე და ოჯახები არიან დაწამლულები. ამ თემაზე ველაპარაკე ზუგდიდის თვითმმართველობას, დევნილთა სამინისტროს ჯერ კიდევ ზაფხულში. მივიღე დაპირება, შედეგი არ არის.

თუ გექნებათ სურვილი მათი მხარდაჭერის, ჟურნალისტებს, თუ აწტივისტებს, თუ მოქალაქეებს მომწერეთ და დაგაკავშირებთ
ასე რიგ-რიგობით მაინც დავეხმაროთ, სანამ სისტემას შევცვლით", - წერს ელენე ხოშტარია ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა