თეგებით ძიება

"კიდევ ერთი სკანდალი! ნიკა გვარამიას მკვლელობის საქმის ოქროს მოწმე ლიკვიდირებულია" - ელისო კილაძე

ჟრნალისტი, ელისო კილაძე სკანდალური ინფორმაციას ავრცელებს:

"პირი, რომელმაც ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტების ვინაობა და პასპორტის ასლები სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელს მიაწოდა, ვლადიკავკაზში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს,-ინფორმაციას ამის შესახებ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.

"ჩემმა წყარომ გვარამიას შეკვეთილი საქმის ფიგურანტების ფოტოებთან ერთად, ასევე გადმომცა იმ პირის პასპორტის ასლი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია რამზან კადიროვის მიერ დაქირავებულ ქილერებზე.მას შემდეგ რაც სუსმა მონაცემები რუსულ მხარეს გადასცა, გოჩა კულუმბეგოვი გაურკვეველ ვითარებაში ვლადიკავკაზში მოკლეს",- აცხადებს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, კონტრტეტორისტული სამსახურის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ ნიკა გვარამიას შეკვეთილი საქმის ფიგურანტები, ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ქვეყნიდან გაიყვანა"



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა