თეგებით ძიება

"უსიმპტომო ნუ დარბიხართ ტომოგრაფიებზე! ნურც სურდოიანები! უფასო კუბოში ნუ ჩაწვებით!" - ანი ქავთარაძე

ექიმი ანი ქავთარაძე კოვიდინფიცირებულებს მიმართავს და მათ არამიზნობრივი კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"რ დავიღლები ამ თემაზე საუბრით(ვაპირებ ასე დავსქრინო და დავდო, რადგან ისევ მე მლანძღეს, როგორ ამბობ, ხალხს კტ.ზე მიერეკებიანო?!)

გარდა იმისა რომ არამიზნობრივად ჩატარებული,ეს,კონკრეტული კვლევა საზიანოა ადამიანისთვის(ყველა გადაწყვეტილება მიიღება რისკი VS სარგებელი) , უდიდესი ფინანსური ხარჯია სახელმწიფოსთვის, ჰო, ჩვენი, დაქცეული სახელმწიფოსთვის!!!
და მე ვერ ამოვხსენი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, მანიაკალური \'მოთხოვნა-მიწოდება\' სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის, ამ, არც თუ ისე უსაფრთხო კვლევაზე!!!

ეს \'სქრინები\', სამედიცინო ჯგუფიდანაა. ერთი ადამიანი კითხულობს რჩევას საქართველოში, სადაც ბევრი აღნიშნავს თავის გამოცდილებას,რომელ დღეს ჩაიტარა,რამდენი % თუ ქულა დაზიანება ჰქონდა, იქვეა, ასევე ქართველის კომენტარი ესპანეთიდან.
იგრძენით განსხვავება და უსიმპტომო ადამიანები ნუ დარბიხართ ტომოგრაფიებზე! ნურც სურდოიანები! და კიდევ ბევრი \'ნურც\' არსებობს! მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ კვლევას უფასოდ გთავაზობთ.

მოკლედ, უფასო კუბოში ნუ ჩაწვებით! ბჯოს!", - წერს ანი ქავთარაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა