თეგებით ძიება

"საქართველო კოვიდის ახალ ერაში შედის..." - ნინო თარხნიშვილი

ჟურნალისტი, ნინო თარგნიშვილი ქვეყანაში "ომოკრონის" გავრცელებასა და კოვიდრეგულაციების ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ამ კვირიდან საქართველო კოვიდის ახალ ერაში შედის.
”ომიკრონის" სტიქიური გავრცელების ფონზე, შეიცვალა/გამარტივდა იზოლაციის წესები.
კონტაქტებს, ფაქტობრივად, აღარ ეხებათ იზოლაცია.
ახლა, როდესაც ნიღბების ტარების მნიშვნელობა ერთიორადაა გაზრდილი, ჩვენ ერთიორად გვკიდია ისინი ქუსლებზე პირდაპირი მნიშვნელობით.
რეინფიცირების მაჩვენებელი 17-20%-ია.
დადებითობის მაჩვენებელი დღეში ლამის 14%-ზე ადის.
ერთი მხრივ "მარტივი" "ომიკრონი", ქვეყანას, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 29,94%-ია სრულად ვაქცინირებული, ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს.
კოვიდი "მარტივი" ვაქცინირებულებისთვისაა.

როგორ ფიქრობთ, მაგალითად მაღაზიებში, სადაც თანამშრომლებში მასობრივად გავრცელდება კოვიდი, ამ თანამშრომლებს სახლში გამოსვამს მენეჯმენტი? არაფერიც.

როგორც გგონიათ, მომსახურების სფერო, სადაც მასობრივად გავრცელდება კოვიდი, კვირების განმავლობაში გამოიკეტება? - ვერა.
ეს კი ქვეყნის მასობრივ ინფიცირებას და შემდეგ უკვე ჰოსპიტალური სექტორის მასობრივ გადატვირთვას გამოიწვევს - ნუ დაგვავიწყდება, მოსახლეობის 70% არავაქცინირებული გვყავს და არავინ იცის, "მარტივად" ჩაივლის მათი კოვიდი თუ რთულად.
ღმერთმა რკინის ჯანი და ნერვი მოგცეთ", -წერს თარხნიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა