თეგებით ძიება

"თუკი გადაწყვეტენ "ბოდეების" ნაცვლად ამ საჩუქრის გაკეთებას, მომავალში ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული" - რა საჩუქარი გაუკეთეს გიორგი გასვიანის შვილს მისმა მეგობრებმა

ჟურნალისტი, გიორგი გასვიანი, რომელსაც ახლახან შვილი შეეძინა, მეგობრებს ახალშობილისთვის გაკეთებული საჩუქრის გამო, მადლობას უხდის:

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დიდ სამეგობროს და განსაკუთრებით მაგდა ბერსენაძე ინიციატივისთვის, რომლებმაც მოიფიქრეს საოცარი საჩუქარი გალასთვის მისი დაბდებისას! ეს არის ჭიპლარის სისხლის და ღეროვანი უჯრედების გაყინვა და სპეციალურ საცავში შენახვა! მოგეხსენებათ ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგა უკვე რამდენიმე წელია! ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, გამოჯანმრთელოს სხვადასხვა ვერაგი დაავადებისგან! ეს დიდი დაზღვევაა ბავშვებისთვის! პირველი წელი მისი შენახვა 800 ევრო ღირს, შემდეგ უკვე წელიწადში 100 ევრო!

წარმოიდგინეთ როგორი რთულია საქართველოში ბევრი ოჯახისთვის, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ეს ხარჯი დაფაროს პირველ წელს, ბავშვის დაბადებისას ხომ ისედაც უამრავი რამ სჭირდება ოჯახს! ამიტომ თუკი მეგობრები გადაწყვეტენ ახალშობილისთვის მაგალითად "ბოდეების " ნაცვლად ამ საჩუქრის გაკეთებას, რომელიც უფრო ღირებულია - მომავალში ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული.. მინდა სხვებსაც გადაედოთ ეს პრაქტიკა და გაუკეთოთ ახალშობილის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი, "ღეროვანი უჯრედების შენახვა", - წერს გიორგი გასვიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა