თეგებით ძიება

"ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს... გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, თე­მურ კუ­პა­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, როცა პო­ლი­ცია კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის აღ­კვე­თას, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მკაც­რი ზო­მე­ბი, ისე­ვე რო­გორც აშშ-ის და ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­შია მი­ღე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კუ­პა­ტა­ძემ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

„გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც რო­გორც ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში პო­ლი­ცი­ის მიერ ხდე­ბა შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დროს მა­სე­ბის მარ­თვა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი­სა და აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მხრი­დან, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და არა­ერ­თი დე­ზინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლას გა­და­ა­მე­ტეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი.

გვსურს ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ პო­ლი­ცია შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს, ყო­ველ­თვის მოქ­მე­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის მარ­თვას, სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ეუთო/ოდი­რის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად- თან­მიმ­დევ­რუ­ლად და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ანა­ლო­გი­უ­რად მოქ­მე­დებ­და პო­ლი­ცია ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დრო­საც.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სწავ­ლე­ბა­ში აქვთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ისი­ნი გა­დამ­ზა­დე­ბულ­ნი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სწავ­ლე­ბე­ბი გავ­ლი­ლი აქვთ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე, გერ­მა­ნი­ა­ში, ბულ­გა­რეთ­ში, ნი­დერ­ლან­დებ­ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­სა და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს გა­დამ­ზა­დე­ბა გავ­ლი­ლი აქვთ: კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის, შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვი­სა და სა­ჯა­რო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ეკი­პი­რე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის და მათი უმე­ტე­სი ნა­წი­ლი შე­ძე­ნი­ლია ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

აქვე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხვა დროს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო თან­ხმდე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ში მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა არის პო­ლი­ცი­ის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა და ეს კად­რე­ბიც ადას­ტუ­რებს იმას, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ცი­ას აქვს უფ­ლე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხში­რად მი­უ­ღე­ბე­ლი და უმ­კაც­რე­სი ზო­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი არა­ერ­თხელ გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მი­ღე­ბულ ზო­მებს. ვნა­ხეთ შტურ­მი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ზე, პი­კე­ტი­რე­ბის მცდე­ლო­ბა პარ­ლა­მენტზე და ასე­ვე, ძა­ლა­დო­ბის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით.

ეს კად­რე­ბი არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი მე­დი­ის, არა­მედ მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა და ჩემი ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბიც და­მე­თან­ხმე­ბი­ან, რომ ეს იყო პრო­პორ­ცი­უ­ლი ძალა და საკ­მა­ოდ ლმო­ბი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბი, რაც ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს.

ვაფრ­თხი­ლებთ აქ­ცი­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტორს, იმ დროს რო­დე­საც პო­ლი­ცია კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის აღ­კვე­თას, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მკაც­რი ზო­მე­ბი, ისე­ვე რო­გორც ამე­რი­კის და ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­შია მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა