თეგებით ძიება

"რამდენიმე საათში მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი!" - თინა ბოკუჩავა

ამ პარ­ლა­მენტს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია არას­დროს არ ექ­ნე­ბა! - სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მე მი­ვემ­გზავ­რე­ბი სტრას­ბურ­გში იმის­თვის, რომ იქ ჩა­ვი­ტა­ნო თქვე­ნი სათ­ქმე­ლი! - ასე მი­მარ­თა „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ პარ­ლა­მენ­ტის წინ შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

მისი თქმით, პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა.

მან ასე­ვე „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია“ გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ იდე­ის გამო არის დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი.

"ეს პრო­ტეს­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია, აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ეგუ­ე­ბა რუ­სულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ეგუ­ე­ბა რუ­სულ რე­ჟიმს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ეგუ­ე­ბა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და­კარ­გვას, რომ ჩვენ ვართ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ევ­რო­პე­ლი ხალ­ხი და რომ ჩვე­ნი ად­გი­ლი სწო­რედ ევ­რო­პა­შია!

ვიცი, რომ არ არის ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვი ცივ ამინ­დში, წვი­მა­ში, სა­ა­თო­ბით, დღე­ო­ბით თუ ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ყოფ­ნა, მაგ­რამ ბევ­რი თქვენ­გა­ნი ალ­ბათ, სწო­რედ აქ, ამ ად­გი­ლას იყო 2003 წელს, გი­ორ­გო­ბა დღეს, „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ წუ­თებ­ში, რო­დე­საც დიახ, მა­ში­ნაც წვიმ­და, მა­ში­ნაც ცი­ო­და, მა­ში­ნაც ქვე­ყა­ნას ჰყავ­და რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას უხერ­გავ­და გზას ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ რე­ფორ­მე­ბის მიღ­წე­ვე­ბის, „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ იდე­ის გამო იდევ­ნე­ბა. სწო­რედ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ იდე­ის გამო არის ის დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის და პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი ტყვე. ამი­ტომ, ჩვენ, მა­შინ რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ირ­წმუ­ნა, რო­გორც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ირ­წმუ­ნა 2003 წელს, კი­დევ ერთხელ უნდა ვირ­წმუ­ნოთ, რომ დღეს არ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი გამ­ყო­ფი ხაზი ჩვენს შო­რის. არ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, არ არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა, ფრაგ­მენ­ტა­ცია, და­ყო­ფა, ეს არის მხო­ლოდ ის, რაც სურს ივა­ნიშ­ვილს იმის­თვის, რომ გაგ­ვა­თი­თო­კა­ცოს, დაგ­ვქსაქ­სოს, დაგ­ვა­პი­რის­პი­როს და ცალ-ცალ­კე შე­ით­რი­ოს შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში. ამის უფ­ლე­ბა მას ჩვენ არ უნდა მივ­ცეთ. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ამის­თვის არის სიმ­ტკი­ცე, ერ­თი­ა­ნო­ბა, ერ­თმა­ნე­თის­თვის შეც­დო­მე­ბის, გა­უ­გებ­რო­ბის თუ გან­სხვა­ვე­ბის მი­ტე­ვე­ბა და გვერ­დზე გა­და­დე­ბა. დღეს არის ერ­თი­ა­ნო­ბის დღე,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა