დავით კირთაძეს ოთხი წლის ვადით შეეზღუდება საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობა - გიორგი კალანდარიშვილი
ყველას კარგად გვახსოვს 16 ნოემბერს ცესკო-ს სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ უკვე დაადგინა სამართალდარღვევა, რის გამოც აღნიშნულ პირს ოთხი წლის ვადით შეეზღუდება საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობა, აქ მნიშვნელოვანია რაც გულისხმობს საგამოძიებო მოქმედებებს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„მომხდარი ფაქტი არ დასრულდა იმ სავალალო შედეგით, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, მომხდარიყო ხილვადობის დაკარგვა. მივიღე გარკვეული დაზიანებები. დღესაც მაქვს გარკვეული წვის შეგრძნება, გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობა თვითონ მხედველობის კუთხით აღნიშნულ თვალში, თუმცა საბედნიეროდ მხედველობა არ დამიკარგავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დანარჩენს ყველაფერს გამოძიება გასცემს პასუხს. ეს ჩვენს პრეროგატივას არ წარმოადგენს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.