თეგებით ძიება

რომელი უძრავი ქონება სჯობს ინვესტიციისთვის?

იმისთვის, რომ თქვენი პირადი დანაზოგები არა მხოლოდ შეინარჩუნოთ, არამედ გაზარდოთ, იგი პერსპექტიულ უძრავ ქონებაში უნდა დააბანდოთ. ეს შესაძლებელს გახდის შემდეგში მისი გაქირავებით, ან გადაყიდვით დიდი მოგება მიიღოთ.

თუმცა უძრავი ქონების შეძენამდე, კარგად უნდა გაეცნოთ ხელმისაწვდომ ვარიანტებსა და მათ მახასიათებლებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ტიპის უძრავ ქონებას, რომლებიც პოპულარულია ინვესტორებისთვის:

საცხოვრებელი ობიექტები

საცხოვრებელი ბინების ყიდვით, ასეთ შემთხვევაში, ყველაზე ხშირად ინტერესდებიან. ამ ვარიანტს ირჩევენ როგორც ახალგაზრდა და გამოუცდელი ინვესტორები, ასევე საკმაოდ გამოცდილებიც. ეს იმიტომ, რომ საცხოვრებელი ბინის შეძენისას რისკები მინიმალურია, მოგება კი დიდი. თუმცა საჭიროა, ზუსტად განსაზღვოთ შესაძენი ქონების „ღირებულებები“, როგორიცაა: შესაფერისი ადგილმდებარეობა, საცხოვრებლის ტიპი (ახალაშენებული თუ მეორადი). ბინის ფართობი, დაგეგმარება, ინფრასტრუქტურული ობიექტების სიახლოვე და სხვა.

სწორედ ამ კრიტერიუმებით ფასდება თქვენი ბინის პერსპერქტიულობა, თუ რამდენად მომგებიანად გაქირავდება ან გადაიყიდება იგი მომავალში.

კომერციული ობიექტები

ინვესტიციის ამ ხერხს ძირითადად გამოცდილი ინვესტორები მიმართავენ. ისინი ფულს დებენ, საოფისე ფართებში, საწყობებსა და სავაჭრო ნაგებობებში. კომერციული ობიექტები მომგებიანი პერსპექტივაა, რადგან ასეთი ფართები გაცილებით ძვირად და სტაბილურად ქირავდება ვიდრე საცხოვრებელი ბინები.

 

მიწის ნაკვეთები

ფულის ჩადება მიწის ნაკვეთებში მომგებიანია, მისი დაბალი ღირებულების გამო. არც მისი გაფორმება ითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას. თუმცა, ყიდვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მიწის დანიშნულება - არის ის სასოფლო სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო (სამშენებლო). მნიშვნელოვანია ასევე ნაკვეთის ლოკაცია, რადგან თუ ნაკვეთი სტრატეგიულ ლოკაციაზე მდებარეობს, შეიძლება მისი ყიდვით რომელიმე სამშენებლო კომპანია დაინტერესდეს და დაბალ ფასში ნაყიდი ნაკვეთი 10-ჯერ და უფრო მეტ ფასადაც გადაყიდოთ.

მშენებარე ობიექტები

ბინისა თუ სხვა ტიპის ფართის ყიდვა მშენებლობის პროცესში უფრო იაფად შეგიძლიათ, ვიდრე დასრულებულ კომპლექსში. ამიტომ თუ დროის ფაქტორი თქვენთვის განმსაზღვრელი არ არის, გირჩევთ არჩევანი ასეთ ქონებაზე შეაჩეროთ. გვერწმუნეთ, თქვენი შენაძენის ფასი მშენებლობის ყოველ მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვნად მოიმატებს.

პარკინგი

რათქმაუნდა, პარკინგის ყიდვა ყოველთვის მომგებიანია, რადგან მას ბევრი მომხმარებელი ჰყავს, მითუმეტეს დიდ ქალაქებში. თუმცა დაფიქრება მაინც გმართებთ. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ობიექტის ადგილმდებარეობა, რადგან ტრასპორტით დატვირთულ ქუჩებთან, ბაზრობებთან თუ სავაჭრო ცენტრებთან მისი ქონა გაცილებით მომგებიანი იქნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

ზემოთ აღნიშნულ რჩევებთან ერთად, დაიმახსოვრეთ ისიც, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებიც. მაგალითად, თუ ახლა იაფია უძრავი ქონების ფასი, შეიძლება ეს კარგი მომენტი იყოს გრძელვადიანი ინვესტიციისთვის. გარდა ამისა, ისეთ ტურისტულ ადგილებში, როგორიცაა ბათუმი, შეკვეთილი, ბაკურიანი, თბილისი და ა.შ. უძრავი ქონების ყიდვა გაცილებით მომგებიანია, რადგან სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების მიმართ მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქალაქებში და დასახლებებში.

წარმატებებს გისურვებთ!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა