„ღმერთს ევედრეთ, თბილისისთვის დამახასიათებელი თქეში ნალექი არ მოვიდეს... ხალხი მეცოდება“ - თეა გოდოლაძე ფოტოს აქვეყნებს
სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„მაჭავარიანის ახალი გზა, ჟუჟუნა წვიმის შემდეგ. მშრალ ხევებში დატკეპნილ ნაყარზე, გუშინ მდინარე მოდიოდა. ღმერთს ევედრეთ, მართლა, თბილისისთვის დამახასიათებელი თქეში ნალექი არ მოვიდეს დიდი ხანი. მე კი მიგიტევებთ, რაც მლანძღეთ და მაბულინგეთ, მაგრამ ეს მეწყერი არ გაპატიებთ არაფერს და ხალხი მეცოდება“.