თეგებით ძიება

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" - გომელაური

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ [აქ­ცი­ა­ზე მყოფ] ბავ­შვებს გა­ვუფრ­თხილ­დეთ. ქარ­თვე­ლე­ბი არ ვართ ბევ­რი, ცოტა ვართ ძა­ლი­ან და ეს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბაა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ და არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რისი გა­მო­ყე­ნე­ბაც შეგ­ვიძ­ლია კა­ნო­ნით,- ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

გო­მე­ლა­უ­რის თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წყლის ჭავ­ლის გა­ზის, მხუ­თა­ვი აი­რის, წი­წა­კის სპრე­ი­სა თუ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის 20%-იც არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია აქ­ცი­ებ­ზე.

"თქვენ ნა­ხეთ კად­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვარ­ჩი­ეთ ეს კად­რე­ბი და გა­ვუშ­ვით, ეს იყო მცი­რე ნა­წი­ლი, რაც ხდე­ბა ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­ში და მსოფ­ლი­ო­ში, ეს სტან­დარ­ტუ­ლია, მე არ ვამ­ბობ, რომ ეს უკა­ნო­ნოა. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის და­ნა­ყოფს და პო­ლი­ცი­ურ ძა­ლებს აქვთ გავ­ლი­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბის და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად აქვთ გავ­ლი­ლი ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი და ის არის გათ­ვლი­ლი და აღ­ჭურ­ვი­ლი რო­გორც ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­შია. ჩვენ არ ვი­გო­ნებთ არა­ფერს, თუმ­ცა მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ძა­ლი­ან ხში­რად მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ შე­სა­ბა­მი­სი ძა­ლე­ბი, ანუ მთლი­ა­ნი ძა­ლე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. წყლის ჭავ­ლი იქ­ნე­ბა, გაზი იქ­ნე­ბა, მხუ­თა­ვი აირი, წი­წა­კის სპრეი იქ­ნე­ბა თუ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი, სრუ­ლი უფ­ლე­ბა გვაქვს, კა­ნო­ნი­ე­რი, რომ ეს გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, იმ ახალ­გაზ­რდებს, იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ჩემი შვი­ლის ტო­ლე­ბი არი­ან და უფრო პა­ტა­რე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის, მო­ვუ­წო­დებ ამ ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს და ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც მათ და­ვა­ლე­ბებს აძ­ლე­ვენ და რა­ტომ­ღაც, როცა იძა­ბე­ბა ვი­თა­რე­ბა, სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქრე­ბი­ან, როცა დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, გა­მო­დი­ან, კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ ხოლ­მე დიდი შე­მარ­თე­ბით, მე მო­ვუ­წო­დებ ამ ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს- გა­მო­ხა­ტონ, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­თან და­ცუ­ლია, აქ­ცია ჩა­ა­ტა­რონ, თუმ­ცა არ უნდა გა­და­ვიდ­ნენ ზღვარს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ ამ ბავ­შვებს გა­ვუფრ­თხილ­დეთ. ქარ­თვე­ლე­ბი არ ვართ ბევ­რი, ცოტა ვართ ძა­ლი­ან და ეს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბაა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ და არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რისი გა­მო­ყე­ნე­ბაც შეგ­ვიძ­ლია კა­ნო­ნით. მერ­წმუ­ნეთ, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 20%-იც არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია მთე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, რაც აქვს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს“,- გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა