თეგებით ძიება

პარლამენტთან აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს: ბრიფინგი შსს-ში

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტთან, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმი­სა და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 6 პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე თა­მა­ზაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა მძი­მე სა­განს, ბოთ­ლებს, ქვებს, მხუ­თავ და ცრემლსა­დენ ნივ­თი­ე­რე­ბას და რკი­ნის ნაჭ­რებს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბის ეზო­ში ის­როდ­ნენ, სა­დაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

თა­მა­ზაშ­ვი­ლის თქმით­ვე, 15 აპ­რი­ლი­დან დღემ­დე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცკპდ-ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის სამი მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი.

"გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­სა და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე მომ­ხდა­რი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმი­სა და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 6 პირი და­ა­კა­ვა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა­დას­ხვა ტე­ლე­არ­ხე­ბის პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ადევ­ნებ­და თვალს, რომ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არა­ერ­თხელ გას­ცდნენ შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ნორ­მებს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სხვა­დას­ხვა დროს, ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბით, სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის ასე­ვე, გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცრემლსა­დე­ნი აი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რას და თავ­დას­ხმებს ად­გილ­ზე მყოფ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე.

გარ­და ამი­სა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა მძი­მე სა­განს, მათ შო­რის, ბოთ­ლებს, ქვებს, მხუ­თავ და ცრემლსა­დენ ნივ­თი­ე­რე­ბას და რკი­ნის ნაჭ­რებს ის­როდ­ნენ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბის ეზო­ში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ასე­ვე, გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იხი­ლა, რო­გორ აზი­ა­ნებ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ზე გან­თავ­სე­ბულ ვი­დეო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რებ­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა ნივთს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შვიდ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, აქე­დან ერთს გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია და ამ დრომ­დე აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას.

მომ­ხდარ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მყი­სი­ე­რად და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად 8-9 მა­ისს 6 პირი და­ა­კა­ვა.

კერ­ძოდ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 16 აპ­რილს, აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­ლა ბლაგ­ვი სა­გა­ნი, რის შე­დე­გად გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა, თვა­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა პირ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 16 აპ­რილს, და­ა­ზი­ა­ნა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

1-2 მა­ისს, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, და­კა­ვე­ბულ­თა­გან ორმა პირ­მა და­ა­ზი­ა­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი 112-ის ვი­დეო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბი.

1-ელ მა­ისს, ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, და­ა­ზი­ა­ნა პარ­ლა­მენ­ტის ჭიშ­კა­რი, ასე­ვე, ის­რო­ლა ქვა პარ­ლა­მენ­ტის ეზო­ში მყო­ფი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­მა.

ასე­ვე, 1-ემ მა­ისს მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ერთ-ერ­თმა პირ­მა და­ა­ზი­ა­ნა სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გარე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა და 187- ე მუხ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას იმ პი­რე­ბის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, რომ­ლებ­მაც მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი.

აქვე გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

„უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2024 წლის 15 აპ­რი­ლი­დან დღემ­დე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 8 მა­ისს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის სამი მუხ­ლით:

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ან ბლო­კი­რე­ბას.

ასე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს და ამა­ვე კო­დექ­სის 226-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, რო­მე­ლიც უხე­შად არ­ღვევს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი აშ­კა­რა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას­თან, ან რო­მელ­მაც ტრან­სპორ­ტის, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ატა­რებს აქ­ტი­ურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, მათ შო­რის, ახორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა იმ მო­წო­დე­ბის, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სა და მი­მარ­თვის, ასე­ვე, ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლას, რო­მე­ლიც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში მოხ­დე­ბა აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი­სა და ყვე­ლა იმ პი­რის გა­მო­კი­თხვა, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა რა­ი­მე სა­ხის კავ­ში­რი ჰქონ­დეს აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ, მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და­იც­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი, არ გას­ცდნენ შეკ­რე­ბის და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს და არ და­უშ­ვან კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა",- გა­ნა­ცხა­და თა­მა­ზაშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა