პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის მონაწილე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილე დააკავა. ინფორმაციას თავად შს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.