ცნობილია კახეთში მოკლული 2 ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. ambebi.ge - ს ინფორმაციით, უცნობმა პიროვნებამ 2 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი. გარდაცვლილები 35 წამდე ასაკის გიორგი ჩანყოშვილი და მამუკა გულიაშვილი არიან. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გზაში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც თვითმხილველებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. სავარაუდო მოტივი არის შურისძიება.
ფოტო: ambebi.ge