TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ბოლოს ვუთხარი, ვეღარ მოხვალ ჩვენთან-მეთქი...მისი გარდაცვალების ამბავი როცა გავიგე, საკუთარ თავს ვადანაშაულებდი" - რას წერს ვიკა ბუკია
  • "ბოლოს ვუთხარი, ვეღარ მოხვალ ჩვენთან-მეთქი...მისი გარდაცვალების ამბავი როცა გავიგე, საკუთარ თავს ვადანაშაულებდი" - რას წერს ვიკა ბუკია

    ჟურნალისტი, ვიკა ბუკია ვაქცინაციის აუცილებლობაზე სოციალურ ქსელში წერს:

    "ბუბის ყოფილი ძიძა უკიდურესად წინააღმდეგო იყო აცრის. ბოლოს ვუთხარი ვეღარ მოხვალ ჩვენთან-მეთქი. და მაინც უარზე იყო. კატეგორიულ უარზე. და მაინც, ქეთინოს გარდაცვალების ამბავი როცა გავიგე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. არ ვიცი, რაღაც უნდა მექნა მეთქი და მაშინ ვთქვი, რომ ყველა ხერხს და ღონეს მივმართავ, როცა ვნახავ რისკ ჯგუფის მქონე ადამიანი არ იცრება. აი, როგორც აუცილებლად შევაშველებდი ხელს ადამიანს, რომელიც მტკვარში ხტება. აი ასე შევეშველები მეთქი ჩემი სიტყვებით და მოქმედებებით. მაგრამ მაინც ვერაფერს ვაკეთებ. აი, ვუყურებ ჩემ გარშემო გაჯიუტებულ ადამიანებს, და თითქოს ისინი მართლა მტკვარში ხტებიან.. და მე ვუყურებ. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შეგონება არ ჭრის. ექიმ თინა თოფურიას სჯერათ და არა ჟურნალისტის. ომიკრონმა მთლად შეურყია ხალხს რწმენა. ვერ გებულობენ, რომ აცრა არ იცავს ვირუსისგან ყოველთვის. მაგრამ დანამდვილებით იცავს სიკვდილისგან. და ნებისმიერი ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილების თანამშრომელი გეტყვით: იქ ვინც წევს ყველა აუცრელია. ყველა.

    კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ვერ დაარწმუნეს", - წერს ბუკია ფეისბუქზე.

    512 ნახვა

    Face ამბები