თეგებით ძიება

სენაკში მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა

სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გვილავების ოჯახი სამ მციერეწლოვან ბავშვთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლის ჩასაქრობად მისულ სახანძრო მანქანებს საკმარისი წყლის მარაგი არ ჰქონდათ.

ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, უცნობია შეასახლებენ ოჯახს სადმე თუ მათთვის ფართს გამოყოფენ.

ოჯახმა სახლი 3 თვის წინ იყიდა, მათ ის ოფიციალურად ჯერ გადაფორმებული არ ჰქონდათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა