თეგებით ძიება

"თუ ამ სისხლისგამყინავ ბგერებზეც არ გაქვთ რეაქცია, თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული.. და საერთოდ არც ადამიანი ხართ" - გიორგი თარგამაძე

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე პოლიციელის მიერ შშმ პირზე განხორციელებულ ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

"პოლიციელის მიერ სმენადაქვეითებული მოზარდის ცემის კადრებზე მეტად იმ ხმამ, უფრო სწორედ - უსიტყვო გმინვამ შემზარა, რომელიც ვიდეოში ისმის.. ბევრს ყური - სიტყვის მიმართ დიდი ხანია დაგმანული აქვს,.. მაგრამ თუ ამ სისხლისგამყინავ ბგერებზეც არ გაქვთ რეაქცია, თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული.. და საერთოდ არც ადამიანი ხართ!", - წერს გიორგი თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა.

შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა