თეგებით ძიება

"პოლიტიკური პარტიები ჩემში ხედავენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე სარგებელს, ხოლო მთავრობას ეშინია, იმიტიმ, რომ უკონტროლო ვარ" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შეფასებით, პოლიტირური პარტიები მასში საფრთხეს ხედავენ, მთავრობას კი ეშინია. ამის შესახებ პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"პოლიტიკური პარტიები ჩემში ხედავენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე სარგებელს. თქვენს სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, ნუთუ ვერ ხვდებით?! ამდენ ბოტებს და კვატებს რომ ასროლინებთ ჩემ წინააღმდეგ. მთავრობას ეშინია, იმიტიმ, რომ უკონტროლო ვარ და შეიძლება არაღაცა ავტეხო. მაგრამ უნდა ვთქვა, გიორგი ფხაკაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერს არ იზამს, რადგან მე ვარ ქართველი და მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ძალიან მარტივი პასუხი ყველას, გინდა ოპოზიციას, გინდა პოზიციას - სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერს ვიზამ. ჩემთვის მინისტრი არ არის სახელი, ეს არის თანამდებობა. მე ყოველთვის ვეხმარებოდი და მომავალშიც თუ მთხოვეს, დავეხმარები საქართველოს ჯანდაცვის ნებისმიერ მინისტრს. სახელმწიფოებრივი ხედვა რომ არ გვაქვს, მაგაშია პრობლემა", - განაცხადა ფხაკაძემ. #drpkhakadze


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა