თეგებით ძიება

რუსული კანონის შემდეგ, გაჩერდება საერთაშორისო დახმარება,წავა ცრუ დასმენები და ანონიმკები, ვისაც ვისი ჯავრი ექნება - დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში იმ შედეგების შესახებ წერს, რომლებსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის კანონად ქცევა გამოიწვევს.

დადასტურებული პერსპექტივები:

1. რუსული კანონის შემდეგ, გაჩერდება საერთაშორისო დახმარება,

2. უცხოეთში მხოლოდ მდიდარი ჩინოვნიკების შვილები ისწავლიან და იცხოვრებენ,

3. გაჩერდება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი, რაც კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს გახდის მთავრობის ქმედებას.

4. გაუქმდება უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ხოლო ვიზით შესვლა კიდევ უფრო გართულდება

5. შეიქმნება ცენზურის სამსახური, რომელიც ფილმებიდან ამოჭრის "არასასურველ" მომენტებს;

6. გეობის ბრალდებით, სამსახურიდან გაათავისუფლებენ ყველა არასასურველ პირს, მათ შორის, არაგეებსაც.

7. ცილისწამების კანონით დაიჭერენ ან დააჯარიმებენ ყველას, ვისი ფეისბუკ-პოსტიც მთავრობას არ მოეწონება - წავა ცრუ დასმენები და ანონიმკები, ვისაც ვისი ჯავრი ექნება. 

8. საერთაშორისო დახმარების შეწყვეტის გამო, გაძვირდება ცხოვრება და ლარიც დეცემა, რადგან იზლოაციაში მყოფი მთავრობა მის სუფსიდირებას ვერ შეძლებს - მიმდინარე პროექტების დაფინანსებაც თვითონ მოუწევს და ვალებზე მოხსნილი შეღავათების დაფარვაც.

9. არსებული ინფრასტრუტურული პროექტების ნაწილი მაინც გაჩერდება, რაც უმუშევრობას გაზრდის.

10. გაქრება ხარისხიანი, ევროპული პროდუქცია და დახლები რუსული და ჩინური ხლამით გაივსება. 

11. სატრანპორტო კოლაფსიც გამძაფრდება, რადგან კალაძე ევროკავშირის ფულით ავტობუსებს ვეღარ იყიდის. 

ამის შესახებ თქვენ ხმას ვერსად ამოიღებთ, იმიტომ რომ ნახეთ  მე-3, 4, 5, 6 და მე-7 პუნქტები - წერს დაჩი გრძელიშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა